სად რა ღონისძიებაა დაგეგმილი

2018-09-16 00:19:01

რუსთავში "რუსთავქალაქობა" აღინიშნება. 16 სექტემბერს დღესასწაულისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებები 16:00 საათიდან დაიწყება და გვიანობამდე გაგრძელდება.

ინფო რუსთავი გთავაზობთ 16 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალს:

16:00 საათიდან 19:00 საათამდე ქალაქის სხვადასხვა უბანში სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი. კერძოდ: ტურნირები, კალათბურთში, ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკში და ნარდში.

16:00 საათზე ველომარათონი სტარტს კოსტავას გამზირიდან აიღებს და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს მოიცავს. ფინიში თავისუფლების მოედანი იქნება.

16:00 საათზე თოდრიას ქუჩაზე (მე-3- ხიხის მიმდებარე ტერიტორია) პატარებს საბავშვო გასართობი პროგრამა ელოდებათ.

17:30 საათიდან 19:00 საათამდე აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო კონცერტიც გაიმართება.

18:10 საათზე თოდრიას ქუჩაზე ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება.

18:45 საათზე თოდრიას ქუჩაზე (მე-3- ხიხის მიმდებარე ტერიტორია) ფერების ფესტივალია დაგეგმილი, სადაც  დამსწრე საზოგადოებისთვის უჩვეულო სანახაობა მოეწყობა. ფესტივალის სივრცე სპეციალური ფხვნილის საღებავის მეშვეობით გაფერადდება. -

19:30 საათზე - ჯგუფ ,,მიქსტურას’’ კონცერტი გაიმართება.

22:00 საათზე თოდრიაზე რუსთაველებისთვის DJ დაუკრავს.

20:00 საათზე თეატრის მოყვარულებს „ჩვენი თეატრის“ სპექტაკლის ,,პარადისო’’-ს ნახვა შეეძლებათ. თეატრალური საღამო რუსთაველის ქუჩაზე ე.წ ხიმიკებზეა დაგეგმილი.

ქალაქი რუსთაველებს და მის სტუმრებს განსხვავებული ფორმატით ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს.