16 წლის ბიჭი დაჭრეს

2018-09-15 11:13:44

თბილისში, დიღომში 16 წლის მოზარდი ბასრი იარაღით დაჭრეს.

ის მძიმე მდგომარეობაში იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში ტარდებოდა. ბიჭმა ბევრი სისხლი დაკარგა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ მოზარდები ბანქოს თამაშობდნენ და მათ შორის კონფლიქტი სწორედ ამ დროს მოხდა. 16 წლის ბიჭს, მისმა თანატოლმა ჭრილობა ბარძაყის არეში მიაყენა.

შემთხვევა დიღომში 14 სექტემბერს საღამოს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ მომხდარზიდან სამ საათში 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომლის მიერ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.