რუსთავში, მეშვიდე საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის დეტალებს დაშავებული მშობელი იხსენებს.
"ინფო რუსთავთან" საუბარში მ.ბ. აღნიშნავს რომ - "მე მიყვარს მეშვიდე სკოლა და მის დირექტორს ქალბატონ ლია ჯღარკავას დიდ პატივსვცემ. რამდენიმე მშობელმა საკუთარი ინიციატივით გადავწყვიტეთ რომ ჩვენი შვილების საკლასო ოთახი დაგველაგებინა, ეს მოხდა აბსლუტურად ნებაყოფლობით. კედლის წმენდის დროს მე ვიდექი მერხზე რა დროსაც გადმოვარდი. მშობლებმა გამოიძახეს სასწრაფო და გადამიყვანეს საავადმყოფოში, საიდანაც მალევე გამომწერეს. მერე გავცელდა ინფორმაცია რომ თითქოს მეორე სართულიდან გადმოვარდი, რაც ცალსახად ტყუილი იყო. ამ დროისთვის მე ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ მაქვს".
შეგახსენებთ რომ ინციდენტი 2 დღის წინ, მეშვიდე სკოლაში მოხდა.