"რუსთავქალაქობის" ღონისძიებები

2018-09-15 08:34:04

რუსთავქალაქობა 2018-ის ღონისძიებები 15 სექტემბერს დაიწყება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ინფო რუსთავი გთავაზობთ 15 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალს:

16:00 საათიდან 19:00 საათამდე ლერმონტოვის #8 და გარეჯის #21 ნომერში, სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი. კერძოდ: შეჯიბრი კალათბურთში, ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკში და ნარდში. ასევე მოეწყობა მხიარული სტარტები.

16:00 საათზე რუსთავის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიება სახელწოდებით "გააცოცხლე რუსთავის ისტორია" გაიმართება. წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე იქნება, რომელიც დამსწრე საზოგადოებას რუსთავის ისტორიაზე ესაუბრება.

20:00 საათზე რუსთავის დრამატული თეატრში ნიკოლოზ რაჭველის და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.

20:00 საათზე VIII მიკრორაიონში,(შარტავას #12)ლიტერატურული საღამო გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, მურმან ჯინორია რუსთაველების წინაშე მონო სპექტაკლით წარსდგება. ადგილობრივებს საშუალება ექნებათ მურმან ჯინორიას შეხვდნენ და მის შემოქმედებას პირადად გაეცნონ.