ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ მონაკვეთზე ე,წ "პატარა ხიდთან" ქოთნები დამონტაჟდა სადაც სხვადასხვა ფერის ყვავილები დაირგო. სამუშაოები "რუსთავსერვის ცენტრმა"განახორციელა.
"სამღებრო სამუშაოების გარდა ხიდზე 14 ცალი ქოთანი დავამონტაჟეთ და "ვიოლას" სხვადასხვა ფერის ყვავილები დავრგეთ. ვფიქრობ, რომ ამ სამუშაოების შესრულების შემდგომ არსებული ტერიტორია შეიცვალა და ძალიან გალამაზდა."- განახადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას "რუსთავსერვის ცენტრის" უფროსმა გიორგი გოროზიამ.