საკრებულოს სხდომა გაიმართა

2018-09-13 17:32:39

რუსთავში საკრებულოს სხდომა გაიმართა.
დღის წესრიგით განსახილველი იყო 7 საკითხი მათ შორის კი ერთ-ერთი მოქალაქე გიორგი ონიანისთვის იაღლუჯის ფერდობზე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის კომპენსაციის სახით გადაცემის თაობაზე, რაზეც საკრებულომ მას მხარი არ დაუჭირა.

"საკითხი ეხებოდა იაღლუჯის ფერდობზე არსებულ მიწის ნაკვეთის პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილ ბატონ გიორგი ონიანსთვის გადაცემის თემას, რომლიდანაც 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გახლავთ რუსთავის მუნიციპალური საკუთრება, საკრებულოს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა მოქალაქის მოთხოვნას. ჩვენ  ამ ტერიტორიაზე გვაქვს დიდი პროექტები დაგეგმილი, რომლებიც სხვადსსხვა ინფრასტრუქტურულ და გამწვანების საკითხებს ეხება", - განაცხადა საკრებულოს თავჯდომარემ, ლევან ონიანმა.

მიწის მესაკუთრე გიორგი ონიანი კი აცხადებს რომ - "ნაციონალების პერიოდში ვიყიდე ეგ მიწა, პრივატიზაცია ყველაფერი გავაკეთე, შემდეგ იყო სასამართლო პროცესები. სასამართლოც მოვიგე, გავმართლდი ყველაფერში აბსლუტურად. პროკურატურამ დაზარალებულად მცნო. ეს მიწა იყო საძოვრებად, საფერმე ადგიალად."