რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ტროტუარის გარე განათების ბოძზე ელექტრო სადენებიდან დენი გადადიოდა, ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ადგილობრივმა მიაწოდა და დახმარება ითხოვა.
ინფო რუსთავმა აღნიშნული ინფორმაცია რუბრიკაში #შენიხმა განათავსა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მერიის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს. ააიპ "რუსთავსერვის ცენტრი"-ს თანამშრომლებმა არსებული პრობლემა მოაგვარეს და მიმდებარე ტარიტორიაზე მოძრაობა საფრთხის შემცველი აღარ არის.
შეგახსენებთ რომ თქვენი პრობლემის შესახებ შეგიძლიათ მოგვწეროთ რუბრიკაში #შენიხმა.