დეპორტი გერმანიიდან

2018-09-12 11:01:27

გერმანიიდან, კონკრეტულად კი საქსონიიდან, ბავარიიდან და რაინლანდ-პფალციდან საქართველოს 65 მოქალაქეს ქვეყანა დაატოვებინეს.

არსებული ინფორმაციით საქართველოს მოქალაქეების დეპორტის მიზეზი სავიზო მიმოსვლის რეგულაციების დარღვევა გახდა. საქსონიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გაძევებულებიდან 9 პირი პატიმრობაში იმყოფებოდა.

ქვეყნიდან გამოძევებულები, სამშობლოში ჩარტერული რეისით დააბრუნეს.