"რუსთავქალაქობა 2018"
2018-09-11 19:53:48

რუსთავის მერია "რუსთავქალაქობა 2018"-ის ჩატარებას განსხვავებული ფორმატით გეგმავს.

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, საბავშვო, გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული გამოფენები და სხვა. ყოველწლიურ საშემოდგომო დღესასწაულზე ყველა თაობის წარმომადგენელი მისთვის საინტერესო ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებს.

წელს "რუსთავქალაქობა" რამდენიმე დღე - 15-დან 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დღესასწაული მთელ ქალაქს მოიცავს.

რუსთავის მერიამ  იმ ღონისძიებათა გრაფიკი გაასაჯაროვა, რომელიც ქალაქში რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმართება:

15 სექტემბერი

16:00 - 19:00 სთ სპორტული ღონისძიებები
16:00 სთ-,,გააცოცხლე რუსთავის ისტორია’’ - რუსთავის თეატრი- თეატრის მიმდებარე ტერიტორია
20:00 სთ - ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი - გ. ლორთქიფანიძის სახ. რუსთავის დრამატული თეატრი
20:00 სთ - - ქუჩის სპექტაკლების ფესტივალი - მურმან ჯინორია- VIII მიკრორაიონი

16 სექტემბერი
16:00 - 19:00 სთ - სპორტული ღონისძიებები
16:00სთ- ველომარათონი
სტარტი კოსტავას გამზირი / ფინიში - თავისუფლების მოედანი
16:00 სთ - საბავშვო გასართობი პროგრამა- თოდრიას ქუჩა
17:30- 19:00სთ - საბავშვო კონცერტი
18:00 სთ - რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავს
18:10 სთ - ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოება
18:45 სთ - ფერების ფესტივალი
19:30 – 20:45 სთ - ჯგუფ ,,მიქსტურას’’ კონცერტი
20:45 – 22:00 სთ DJ
20:00 სთ „ჩვენი თეატრის“ სპექტაკლი ,,პარადისო’’ რუსთაველის ქუჩა

17 სექტემბერი
16:00 - 19:00 სთ - სპორტული ღონისძიებები
19:30 სთ - „მერაბ კოსტავა, თემურ ჯანელიძე და რუსთავი“ (გააცოცხლე რუსთავის ისტორია) - ხელოვნების სკოლის მიმდებარე ტერიტორია
20:00 სთ - მოზარდ-მაყურებელთა თეატრი - სპექტაკლი ,,რწყილი და ჭიანჭველა’’

18 სექტემბერი
16:00 - 19:00 სთ - სპორტული ღონისძიებები
12:00 სთ -„მე + რუსთავი“
12:00 - 14:00 სთ -მერის საჩუქარი პირველკლასელებს -საბავშვო სპექტაკლი -კულტურის ცენტრი
20:00 სთ - კონცერტი -ლაშა ღლონტი და ,,ალილო’’ - რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი, ამფითეატრი

19 სექტემბერი
11:00 სთ - დასაქმების ფორუმი, რომელშიც ოცდახუთი კომპანია (ათი ადგილობრივი) მიიღებს მონაწილეობას - გ. ლორთქიფანიძის სახ. რუსთავის დრამატული თეატრის შენობა
16:00 - 19:00 სთ - სპორტული ღონისძიებები
12:00 სთ -„მე + რუსთავი“
17:30 სთ - ,,გერმანელი ტყვეები და რუსთავი’’ (გააცოცხლე რუსთავის ისტორია) ჭყონდიდელის დასახლება

20 სექტემბერი
16:00 - 19:00 სთ - სპორტული ღონისძიებები
12:00 სთ -„მე + რუსთავი“
15:00 სთ - ეთნოფესტივალი -კულტურისა და დასვენების პარკი, ,,რუსთავის ციხის’’ ტერიტორია
15:00 სთ - საბავშვო კონცერტი -კულტურისა და დასვენების პარკი, ამფითეატრი

21 სექტემბერი

16:00 - 19:00 სთ -სპორტული ღონისძიებები
12:00 სთ -„მე + რუსთავი“
16:00 სთ -ავტოშოუ - წმ. ნინოს ქუჩა, ,,ფოლადის’’ სტადიონის მიმდებარე ტერიტორია
20:00 სთ - ,,ჟიული შარტავა და რუსთავი’’ (გააცოცხლე რუსთავის ისტორია) -
ჟიული შარტავას ძეგლის მიმდებარე ტერიტორია
20:00 სთ - ქუჩის თეატრი- ჭყონდიდელის დასახლება, რჩეულიშვილის ქუჩა

22 სექტემბერი

16:00 - 19:00 სთ - სპორტული ღონისძიებები
15:00 სთ - მარათონი სირბილში
16:00 სთ - დასკვნითი ღონისძიება ,,კეთილი ადამიანები’’
17:00 სთ - „გააცოცხლე რუსთავის ისტორია“
კოსტავას გამზირი, ,,არკის’’ მიმდებარე ტერიტორია
20:30 სთ - კონცერტი - ჯგუფი ,,რეგიონი“
გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერი.