განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განახორციელა.
მისი გადაწყვეტილებით, თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპების ხელმძღვანელები. კერძოდ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა, ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა გია მაჩაბელმა და რუსთაველის ფონდის ხელმძღვანელმა მანანა მიქაბერიძემ თანამდებობები დატოვეს.
მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით ასევე მცირდება მოადგილეების რაოდენობა სამინისტროში და შვიდის ნაცვლად იქნება ხუთი მოადგილე. თანამდებობებს ტოვებენ თემურ მურღულია და ლია გიგაური.
როგორც მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალ კანდიდატებთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება.