ავტოსაგზაო შემთხვევა ვანის მუნიციპალიტეტში.
არსებული ინფორმაციით ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ავარიის შედეგად გარდაიცვალა 2 ადამიანი, დედა და 7 თვის ბავშვი.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს".