მამაკაცს, გველის ნაკბენის გამო შესაძლოა თითის ამპუტაცია დასჭირდეს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდა მამაკაცი გველის ნაკბენით რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ივლისში თვეში შეიყვანა. შემთხვევიდან რამდენიმე დღეში დავით გოგოძემ ინფო რუსთავს განუცხადა, რომ შემთხვევა საკმაოდ მძიმე იყო. პაციენტს პირველ ეტაპზე ინტოქსიკაციის საწინააღმდეგო შრატი გაუკეთეს.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს შესაძლოა თითის ამპუტაცია დასჭირდეს. ცნობილია, რომ მან მკურნალობის სრული კურსი არ გაიარა.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, თავდაპირველად მამაკაცი გველს დაჭერის მიზნით გაეკიდა რა დროსაც გიურზამ თითზე უკბინა.