გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები რუსთაველ მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა ქალაქში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები იყო.
ლიდერებმა ამომრჩევლებს 28 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.
"დღეს ძალიან კარგი შეხვედრა მოგვიწყო რუსთავის მოსახლეობამ. ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და რაც მთავარია პროგრამა ყველა ქალაქისა და რაიონისთვის. რუსთავი უნდა დავაყენოთ ფეხზე, უმუშევრობა უნდა დავამთავროთ, სოციალური გაჭირვება უნდა დავასრულოთ და დავიწყოთ ახალი განვითარების ეტაპი."- განაცხადა ჩვენთან საუბრისას გიორგი ვაშაძემ
"ყველაზე დიდი პრობლემა რაც რუსთავს აქვს ისევე როგორც საქართველოს-კატასტროფული უმუშევრობაა. ჩვენ დროს აშენებული ყველა საწარმო გაჩერებულია და დასაქმებულთა რაოდენობა 50 პროცენტით არის შემცირებული. 6 წლის განმავლობაში თანასწორობა და ძმობა არავის ახსოვდა და დარჩა თავისუფლება, რომელიც "ქართული ოცნების" პირობებში ნიშნავს შიმშილით მოკვდე. დრო არის ეს ხელისუფლება გავისტუმროთ და ეროვნული მთავრობა მოვიყვანოთ ხელისუფლებაში, რომელიც მიხედავს საქართველოს და ქართველს."- განუცხადა “ინფო რუსთავს” გრიგოლ ვაშაძემ