საპროტესტო აქცია რუსთავში

2018-09-09 10:18:10

6 სექტემბერს, რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავეული 4 პაციენტი ამ დრომდე რჩება რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში.

აქედან 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.

როგორც ინფო რუსთავს სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შემთხვევის შედეგად დაშავებულების ოჯახის წევრები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოსთან შეიკრიბნენ. ისინი მომხდარი ინციდენტის დროულ გამოძიებას ითხოვენ და შესაბამის უწყებებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ.