ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე.
"BMW"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადავარდა. მანქანაში დედა 2 არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაშავებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწიათ. საავადმყოფოში ინფო რუსთავს განუცხადეს, რომ ავარიის შედეგად ქალი და მისი 2 შვილი მსუბუქად დაშავდნენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ქობულეთიდან აზერბაიჯანში ბრუნდებოდა რა დროსაც ინციდენტი მოხდა.
შსს-ში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.