ტრაგედია ქობულეთში

2018-09-08 12:18:16

15 წლის დის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი ძმა გაათავისუფლეს.

რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი გაათავისუფლეს. მომხდარის დეტალებს ის სამართალდამცველებს, თითქმის, მთელი ღამის განმავლობაში უყვებოდა.

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი ტრაგედიის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

ერთ-ერთი ვერსიით, არასრულწლოვანმა ძმამ საკუთარი და სანადირო თოფიდან შემთხვევით გასროლით მოკლა. მეორე ვერსიით კი, 15 წლის გოგოს სახლის დალაგების დროს იარაღი თავად გაუვარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მულით მიმდინარეობს.