ავარია რუსთავში [photo]

2018-09-07 17:44:44

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, ლომოურის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სარეკლამო ბანერს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს მძღოლი ადგილზე არ დახვდა.