სკვერის კეთილმოწყობა

2018-09-08 10:25:14

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის კახაბერ თავგორაშვილის სახელობის სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სკვერში, წითელი ფერის ხრეში დაიყარა, შესასვლელში კი ბეტონონის საფარი დაიგო. უახლოეს დღეებში ახალი გარე განათების საყრდენი ბოძები დამონტაჟდება და ტერიტორია LED ნათურებით განათდება.

კეთილმოწყობის სამუშაოებს "რუსთავსერვის ცენტრი" ახორციელებს.