რუსთაველ სტუდენტებს სწავლის საფასური ნაწილობრივ დაუფინანსდებათ.
თვითმმართველობა კარგი მოსწრების სტუდენტებს, სწავლის საფასურს არაუმეტეს 800 ლარისა დაუფინანსებს. მერიაში ამბობენ, რომ პირველ სემესტრში დაფინანსება ვერ მოხდება, რადგან ამისთვის ნიშნების ფურცლის წარმოდგეენაა საჭირო. დაფინანსების მსურველმა სტუდენტებმა მერიას მეორე სემესტრიდან უნდა მიმართონ.
აღნიშნული სოციალური პროგრამით, რუსთავში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი სტუდენტებიც სარგებლობენ. პროგრამა აღნიშნული კატეგორიის სტუდენტებისთვის მგზავრობის საფასურის ფულად ანაზღაურებასაც ითვალისწინებს. (რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 100 000-ია)
50 ლარი, სტუდენტებს ყოველთვიურად პლასტიკურ ბარათებზე ერიცხებათ.
პროგრამას, რუსთავის მერიის სოციალური სამსახური ახორციელებს.