რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლე მადონა მაისურაძის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დაკავებულსა და პროკურორებს შორის მცირე შელაპარაკებაც მოხდა. დაცვის მხარე აცხადებდა რომ თემურ აბაზივის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა არ არსებობდა, თუმცა საპირისპიროს ირწმუნებოდნენ პროკურორები.
მარნეულის ყოფილმა მერმა წინა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა რომ - "მე პირადად აზერბაიჯანის პრეზიდენტსაც ვიცნობ და თურქეთის პრეზიდენტსაც, თუმცა ამ საქმის გამო არავინ შემიწუხებია".