მოსალოდნელია სეტყვა და ქარი

2018-09-06 23:38:55

7 სექტემბრიდან 10 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალის დონის მატება ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 7 სექტემბერი +31°C, 8 სექტემბერი +31°C, 9 სექტემბერი +29°C, 10 სექტემბერი +29°C.