რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობასთან დაკავშირებით რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი პაპუნა ბახტაძე "ინფო რუსთავთან" კომენტარს აკეთებს.
"ამ ეტაპზე 11 პაციენტი იმყოფება რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში. ერთ აზერბაიჯანის მოქალაქეს აღენიშნება ბარძაყის მოტეხილობა, ხოლო მეორეს წინა მხრის მოტეხილობა. ჯერჯერობით კვლევის ფაზაში ვართ, რადგან ძალიან დიდი ნაკადია პაციენტების. ამ ეტაპზე კრიტიკული მდგომარეობა და მძიმე შემთხვევა გამოხატული არ არის." -აცხადებს პაპუნა ბახტაძე
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ რომ შემთხვევა რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე მოხდა, რა დროსაც 11 ადამიანი დაშავდა.