ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე.
ერთმანეთს "ფორდის" მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი და "ჯიგულის" მარკის ავტომობილი შეეჯახნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
შემთხვევის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი, ისინი გადაყვანილნი არიან რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულებს შორის მცირეწლოვნები არ არიან.