ინფო რუსთავის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რეაგირება მოჰყვა, სადაც ბათუმის 35 ნომერი ბინის მოსახლეობა შიდა კვარტალურ ეზოში, საკანალიზაციო ჭებთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობდა.
როგორც ადგილობრივებმა ინფო რუსთავთან განაცხადეს, გზის რეაბილიტაციის დროს მძიმე ტექნიკამ შიდა კომუნიკაციები დააზიანა, რამაც საკანალიზაციო ჭებიდან გადმოსული ფეკალური მასების სარდაფებში ჩადინება გამოიწვია. მოსახლეობის თქმით, ისინი რამდენჯერმე დაუკავშირდნენ შესაბამის სამსახურებს თუმცა უშედეგოდ.
ინფო რუსთავისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შესაბამისი სამუშაოების განხორციელება უკვე დაიწყო კომპანია რუსთავის წყალმა. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, საკანალიზაციო ჭის გაჭედვა, მოსახლეობის მიერ ჩაყრილმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებმა გამოიწვია. დილიდან ადგილზე აგაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ შიდა კომუნიკაციებთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარებული იქნება.