6 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +31, +36, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +29, +31 გრადუსის ფარგლებში იქნება.
7 – 8 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29 გრადუსამდე დაიკლებს.
ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 6 სექტემბერი +29°C, 7 სექტემბერი +30°C, 8 სექტემბერი +32°C, 9 სექტემბერი +30°C.