საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რუსთავში დაკარგული ბავშვი ოჯახს დაუბრუნეს. [ვიდეო/video]
თავდაპირველად 3 წლის გოგო თოდრიას ქუჩაზე ერთ-ერთ მაღაზიაში მომუშავე ქალბატონმა იპოვა და პატრულთან მიიყვანა. სამართალდამცველებმა ოპერატიულად დაიწყეს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ერთ საათიანი ძებნის შემდეგ პატრულმა დაკარგული ბავშვის ოჯახს მიაკვლია და მცირე წლოვანი ბავშვი დედას დაუბრუნა.
როგორც ოჯახის წევრებმა განაცხადეს, ბავშვი ეზოში თამაშობდა რა დროსაც ის გაუჩინარდა.