რუსთავის თეატრიდან რუსთაველის თეატრში

2018-09-05 18:57:07

რუსთავის თეატრის ყოფილი დირექტორი ლალი თაბაგარი თბილისში, რუსთაველის თეატრში გააგრძელებს მოღვაწეობას. თაბაგარი თეატრში მაყურებელთა ურთიერთობისა და გაყიდვების მენეჯერის თანამდებობას დაიკავებს.

ლალი თაბაგარი 1980 წლიდან რუსთავში, ხელოვნებისა და კულტურის სფეროში აქტიურად მოღვაწეობდა. 90-იან წლებში ის ქალაქის საბავშვო და ახალგაზრდულ თეატრს ხელმძღვანელობდა. რუსთავის დრამატული თეატრის დირექტორის პოზიციას კი 10 წლის განმავლობაში იკავებდა, ის ასევე გახლდათ რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელიც. ბოლო პერიოდში კი საბავშვო სპექტაკლებს დგამდა ოზურგეთის, მოზარდმაყურებელთა და ცხინვალის თეატრებში.

ლალი თაბაგარის სახელს უკავშირდება საერთაშორისო ფესტივალი „ეარი“ რომელსაც 20 წლიანი ისტორია აქვს.