ესპანეთში სამი ქართველი დააკავეს

2018-09-05 12:03:37

ესპანეთში ქურდობის გამო ხუთი ადამიანი დაკავეს, მათ შორის სამი საქართველოს მოქალაქეა.

დაკავებულები ესპანეთის ქალაქ ბილბაოში 11 სახლის ქურდობაში არიან ბრალდებულნი.
არსებული ინფორმაციით 39, 46 და 47 წლის მამაკაცები ორ იტალიელ ქალთან ერთად აგვისტოს პირველ ნახევარში ორგანიზებულად ქურდავდნენ ბილბაოსა და მის შემოგარენში საცხოვრებელ სახლებს.

დაკავებისას ამოღებულია  ინსტრუმენტები, რომლებსაც ბინებში შესაღწევად იყენებდნენ, ისინი პლასტმასის მარკერებს ტოვებდნენ საცხოვრებელი სახლის კარში, რათა გაეგოთ იმყოფებოდა თუ არა ვინმე ბინაში.