5 სექტემბერს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-09-04 18:30:08

5 სექტემბერს, ქვემო ქართლის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. ენერგო პრო-ჯორჯია მიზეზად ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს.

5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 07:00-დან 08:00 საათამდე შეეზღუდება 3664 აბონენტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მარტყოფი, ახალსოფელი, საცხენისი, სააკაძე და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 11:30 საათამდე - 2361 აბონენტს სოფლებში მარტყოფი, საცხენისი, სააკაძე, დიდი ლილო. 11:30-დან 12:00 საათამდე - 968 აბონენტს სოფლებში ახალსოფელი, საცხენისი, მარტყოფი, თელეთი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 12:30 საათამდე - 1 აბონენტს სააკაძეში. 12:30-დან 13:00 საათამდე - 185 აბონენტს სოფლებში მუხროვანი, მზიანეთი, სართიჭალა და მიმდებარე სოფლებში. 13:00-დან 13:30 საათამდე - 158 აბონენტს სოფლებში სააკაძე, მარტყოფი, სამგორი, ახალსოფელი.

10:30-დან 19:00 საათამდე - 510 აბონენტს დმანისში 9 აპრილის, გამსახურდიას, ცურტაველის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე.

11:30-დან 18:00 საათამდე - 704 აბონენტს თეთრიწყაროში აღმაშენებლის, კეცხოველის, თევდორე მღვდლის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, მუნიციპალიტეტის სოფლებში სამშვილდე, აბელიანი, დაღეთი, გუდარეხი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 17:00 საათამდე - 304 აბონენტს ქ. მარნეულში სულხან-საბას, რუსთაველის, აივაზ გასანოვის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-დან 19:00 საათამდე - 546 აბონენტს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვემო ყულარი, ყულარი, ზემო ყულარი, კირიხლო და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ელ.ენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.