2017-2018 სასწავლო წლის მანძილზე, სკოლებიდან 176 ერთეული მაღალი რისკის შემცველი ნივთია ამოღებული, მათ შორის დანა, ბასრი საგანი და კასტეტი.
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ცნობით, 2017-2018 წლებში სკოლებში 96 084 დარღვევა გამოვლინდა, რომელთაგან 83 066 არის ისეთი დისციპლინური გადაცდომა, როგორიცაა: მოსწავლის დილით დაგვიანება, გაკვეთილის ჩაშლა, გაკვეთილის ჩაშლის მცდელობა, გაკვეთილიდან გაპარვა, მობილური ტელეფონით სარგებლობა. ამასთან, 2017-2018 სასწავლო წლის მანძილზე, ამოღებულია 176 ერთეული მაღალი რისკის შემცველი ნივთი, მათ შორის დანა, ბასრი საგანი და კასტეტი.
წყარო: ipn.ge