პიქტოგრამები თამბაქოს კოლოფებზე

2018-09-01 13:20:10

1 სექტემბრიდან ძალაში შედის სიგარეტის ახალ პარტიებზე პიქტოგრამების დატანის ვალდებულებაც. თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ამსახველი ფოტოების დატანა სავალდებული 2019 წლიდან გახდება.

ინფო რუსთავი დაინტერესდა რა მოსაზრება აქვს მოსახლეობას აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ფიქრობს, რომ თამბაქოს კოლოფებზე სხვადასხვა დაავადებების ამსახველი პიქტოგრამების დატანა მწეველების რიცხვს არ შეამცირებს და მწეველი ადამიანი სიგარეტს მაინც იყიდის.