"ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე გავა"

2018-09-01 13:08:48

უხვი ნალექის გამო ქალაქს პრობლემები არაერთხელ შეექმნა: დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი კორპუსების ეზოები, ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე განადგურდა ნათესები და დაიტბორა სახლები. საკითხთან დაკავშირებით ინფო რუსთავთან კომენტარი  ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ გააკეთა: „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მთავრობის სხდომაზე განსახილველად გადის ეს საკითხი. აუცილებელია, მოხდეს დაპროექტება იმ მაგისტრალის, რომელიც წითელი ხიდისკენ მიემართება. სწორედ ეს საკითხი გადის მთავრობის სხდომაზე განსახილველად. იმ ნაწილის დაპროექტება, რომელიც უკავშირდება ქალაქში მდინარის შემოდინებას, ცალკე ეტაპად გამოიყოფა და ეს სამუშაო ცალკე გაკეთდება იმიტომ, რომ იაღლუჯის ფერდობის გზის დაპროექტებას და რეაბილიტაციას გარკვეული დრო უნდა. თუმცა ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია, რამდენადაც ძალიან დიდ საფრთხეს მოაშორებს ქალაქს და ველოდებით მთავრობის განკარგულებიდან გამომდინარე, რა სახის სამუშაოები დაიწყება ქალაქში.“