ვანდალური ფაქტი [video]

2018-09-05 09:49:14

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე სანაგვე ურნა ვანდალურად დაწვეს. ცეცხლი ხეზეც გადავიდა. ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც ცეცხლის ლოკალიზება მოახდინეს. [ვიდეო/video]

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ფაქტი რამდენიმე თვის წინ რუსთაველის ქუჩაზეც დაფიქსირდა, სადაც უცნობმა პირმა პლასტმასის ურნა დაწვა.

"რუსთავსერვის ცენტრმა" ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები დაახლოებით ორი თვის წინ განათავსა.