ავტოსაგზაო შემთხვევა წითელ ხიდზე. საბაჟო გამშვებ პუნქტზე, სავარაუდოდ, სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
შემთხვევა აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოხდა. აზერბაიჯანის მოქალაქე მამაკაცი სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ავტომობილი საბაჟოზე გააჩერა და მებაჟესთან საბუთების წარსადგენად გადავიდა, თუმცა მას ხელი მუხრუჭის გამოყენება დაავიწყდა, რის შედეგადაც სატვირთო ავტომობილი დაგორდა. გარდაიცვალა ერთი სამხედრო მოსამსახურე. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც უახლოეს სამედიცინო კლინიკებში არიან გადაყვანილი.