ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [photo]

2018-09-03 20:23:34

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე.

ერთმანეთს შევროლეტის და ლექსუსის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად არცერთი მგზავრი არ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავტოსაგზაო შემთხვევას რამდენიმე ათეული თვიმხილველი ჰყავდა.