4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-09-04 00:17:52

4-5 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 6 სექტემბერს დღის ბოლოს ზოგან გაწვიმდება.

ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +30, +35, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +28, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება.

4-6 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 4 სექტემბერი +28°C, 5 სექტემბერი +30°C, 6 სექტემბერი +30°C, 7 სექტემბერი +31°C.