კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 სექტემბერს 11:30-დან 19:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 893 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში კარაბულახი, იფნარი, ორმაშენი, უსეინქენდი და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 19:30 საათამდე 709 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ღოუბანი, ვაშლოვანი, ერტისი, ბორბალო და მიმდებარე სოფლებში.
13:00-დან 17:00 საათამდე 1 აბონენტს ბოლნისის რაიონის სოფელ არქევანში.
14:00-დან 18:30 საათამდე 1184 აბონენტს წალკის რაიონის სოფლებში საყდრიონი, განთიადი, დარაკოვი, ტბეთი და მიმდებარე სოფლებში, 16:00-დან 16:30 საათამდე 78 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში პობედა, ლემშვენიერა, და რუსთავში მშვიდობის ქუჩაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.