რუსთავის საბავშვო ბაღებში დღეს 2018-2019 წლის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო.
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა რამდენიმე საბავშვო ბაღს ესტუმრა და სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
ქალაქის მერმა ბაღის აღსაზრდელებს, პედაგოგებს, მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.