გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში დაუდგენელმა პირებმა საბავშვო ბაღი დაარბიეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. სამსახურში მისულ აღმზრდელებს ბაღის კარი გატეხილი, ხოლო შენობაში არსებული ძირითადი ინვენტარი განადგურებული დახვდათ. არსებული ინფორმაციით, დამნაშავეებს არაფერი წაუღიათ.
სააღმზრდელო პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის დაგვიანებით დაიწყება.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. პოლიცია დამნაშავე პირების იდენტიფიცირებაზე მუშაობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.