დაიწვა 3000 წიწილა [photo]

2018-09-03 01:48:31

რუსთავში, მარის არხის დასახლებაში წიწილების ინკუბატორი დაიწვა.

დამწვარია 3 000 წიწილა და 600 კვ.მ. ფართობი. ძლიერი ხანძრის გამო არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება საცხოვრებელ სახლსა და სათავსოზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძარი დროულად იქნა ლოკალიზებული. ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის სახანძრო-სამაშველო სამსახური.