ძლიერი ხანძარი რუსთავში

2018-09-03 00:12:16

რუსთავში, მარის არხის დასახლებაში, ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი იყო.

არსებული ინფორმაციით ცეცხლი ერთერთ ფერმას გაუჩნდა, რომელიც თითქმის მთლიანად დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. 

დამწვარია 3000 წიწილა და 600 კვ.მ. ფართობი.

ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.