რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე ქვეითთა გადასასვლელი ეწყობა.
ზებრა გადასასვლელი საგზაო ქვაფენილით კეთდება რომელიც ორ ფერში იქნება გაწყობილი. სამუშაოებს საავტომობილო გზაზე სამშენებლო კომპანია "გზატკეცილი +" აწარმოებს. ახალი ქვეითთა გადასასვლელი არსებულზე დაბალი სიმაღლის იქნება.
ცნობილია, რომ გაუმჯობესებული საგზაო სამოსი უნდა იყოს მაღალი სიმტკიცის, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობით გამოწვეულ დინამიკურ დატვირთვებს, გარდა ამისა უნდა გაუძლოს ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედებას (გაცხელებას მზის სხივებით, გაყინვას და გალღობას, დატენიანებას ნალექებით, გრუნტის წყლებით და სხვა).
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ლოკაციაზე მანამდე ბეტონის სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერი იყო, რომლის დემონტაჟიც 30 აგვისტოს დაიწყო. ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.