ხვალიდან რუსთავის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი იწყება.
სააღმზრდელო პროცესი გაერთიანების ყველა ფილიალში განახლდება, გარდა მე-8 და 25-ე ბაღებისა, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ 17 სექტემბერს გაანახლებენ სწავლის პროცესს.
როგორც "ინფო რუსთავს" "რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განუცხადა სექტემბრის თვეში დასწრება აღსაზრდელებისთვის სავალდებულო არ არის, აღრიცხვა ოქტომრის თვეში დაიწყება, თუმცა სასურველია, რომ პირველ დღეს დაფიქსირდნენ ბავშვები.
სააღმზრდელო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით ბაგა-ბაღებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები. პატარებს ახალ სასწავლო წელს ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებიც მიულოცავენ.