რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, ქართველი მსმენელის წინაშე 4 გრემის ჯილდოს მფლობელი ბრიტანული დუეტი The Chemical Brothers წარსდგა.
ქიმიური ძმები კომპანია "ისთერნ ფრომოუშენსს"ორგანიზებით ეწვივნენ საქართველოს. ტომ როულენდსისა და ედ საიმონსისგან შემდგარმა ინგლისურმა დუეტმა ქართველ მსმენელს ტრადიციულად, ვიზუალური ეფექტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დაუვიწყარ სანახაობა შესთავაზა.
რუსთავის ავტოდრომზე დამონტაჟებული იყო მთავარი სცენა. მთავარი სცენის წინ კი შედარებით მცირე ზომის სცენაც განთავსდა, სადაც მსმენელის წინაშე ქართველი DJ-ები 17:00 საათიდან უკრავდნენ.
პირველი ვისაც ავტოდრომზე შეკრებილებმა მოუსმინეს ქართველი პიონერი დიჯეი და პროდიუსერი ნიკა მაჩაიძე იყო.
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე მუსიკის მოყვარულებისთვის კარი 17:00 საათიდან გაიღო, ივენთი 8 საათი გაგრძელდა და მას 6000-ზე მეტი მსმენელი დაესწრო.
შეგახსენებთ რომ ქიმიური ძმები, ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და გამოცდილი წარმომადგენლები, "MTV"-ს ეპოქაში უამრავი ჰიტის ავტორები მაღალი ხარისხის საკონცერტო სეტებით, საქართველოში ბოლო მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდნენ.