ახალი რეგულაცია

2018-08-10 16:14:54

თამბაქოს ნაწარმის ვიტრინებზე რეკლამირების აკრძალვის გარდა 1 სექტემბრიდან კიდევ რამდენიმე ახალი რეგულაცია ამოქმედდება. კერძოდ, იკრძალება ე.წ დრაივ რეჟიმში, მანქანიდან გადმოუსვლელად, ჯიხურებში სიგარეტის შეძენა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ამ აკრძალვის შესახებ რუსთავში თამბაქოს რეალიზატორთა მხოლოდ ნაწილია ინფორმირებული, თუმცა წვრილმანი დარღვევის შემთხვევაშიც კი ისინი შეიძლება 2000 ლარით დაჯარიმდნენ, განმეორების შემთხვევაში კი 4000 ლარით. თამბაქოს რეალიზატორები აცხადებენ, რომ შეზღუდვებთან დაკავშირებით გაფრთხილება ან შეტყობინება ჯერ არ მიუღიათ.

ინფო რუსთავთან საუბარში, რუსთავში მდებარე ჯიხურებში მომუშავე თამბაქოს რეალიზატორების ნაწილი, ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვების შემცირებასაც აანონსებს.