რუსთავში პური გაძვირდა

2018-09-01 15:39:16

რუსთავის სავაჭრო ობიექტების ნაწილში, პურის ზოგიერთი სახეობა 5 თეთრით გაძვირდა.

იმ მაღაზიებში კი, სადაც პურის ფასი იგივე დარჩა, პურის წონა, დაახლოებით, 100 გრამითაა შემცირებული.

ფასების მატებასთან დაკავშირებით სუპერმარკეტების ქსელებს მივმართეთ.

როგორც ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი ინფო რუსთავთან საუბარში აცხადებს: „პურის წონა ნახევარი კილოდან 400 გრამამდე შემცირდა. იმ პურპროდუქტების მწარმოებლებმა კი, რომლებმაც პურის წონა არ შეამცირეს, ფასი 5 თეთრით გაზარდეს.“

მაღაზიების გამყიდველები არ გამორიცხავენ, რომ პურის ფასმა კიდევ მოიმატოს, რადგან ფქვილის ფასი მკვეთრადაა გაზრდილი.

ინფო რუსთავი პურის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ წერდა.