40 წლის ქალი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

2018-09-01 11:12:09

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის მოქალაქე - 1978 წელს დაბადებული ს.ა. გარდაბანში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ს.ა. იმ დროს დააკავა, როდესაც იგი გარდაბნის ტერიტორიაზე ტაქსით გადაადგილდებოდა. სამართალდამცველებმა, დაკავებული ქალის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული 21,76 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.