წყლის მიწოდება იზღუდება

2018-08-31 19:29:13

"რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

31 აგვისტოს, რუსთავში, კონსტიტუციის ქუჩა N 18ა-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 31/08-ის 19:30-დან 01/09-ის 01:30 სთ-მდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

კონსტიტუციის ქუჩას და გასასვლელებს, ბარათაშვილის ქ. N 17,19,19ა,21,21ა,23,23ა კორპუსებს.