1-3 სექტემბერს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-08-31 18:47:11

1 და 3 სექტემბერს, გარდაბნისა და წალკის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. ენერგო პრო-ჯორჯია მიზეზად ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს.

1 სექტემბერს 13:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 185 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში მუხროვანი, სართიჭალა, ვაზიანი, მზიანეთი და მიმდებარე სოფლებში

3 სექტემბერს 14:00-დან 18:00 საათამდე 1184 აბონენტს წალკის რაიონის სოფლებში საყდრიონი, წინწყარო, ტბეთი, ხადიკი, დარაკოვი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე წალკაში ცაბაძის, წერეთლის, არისტოტელეს და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.