"დიდი ხანი მქონდა ამის სურვილი "

2018-08-31 16:27:50

ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ თანამდებობდა დატოვა.

თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ალექსანდრე მეტრეველმა პირველი კომენტარი ინფო რუსთავთან გააკეთა.

"თანამდებობა რამდენიმე დღის წინ პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე, სიმართლე გითხრათ დიდი ხანი მქონდა ამის სურვილი, რომ წამოვსულიყავი და დადგა ამის დროც. ვბრუნდები იქ საიდანაც მოვედი, საქმიანობას კერძო სექტორში გავაგრძელებ"- განაცხადა ინფო რუსთავთან საუბრისას ალექსანდრე მეტრეველმა.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე, ყოფილი გუბერნატორის, გრიგოლ ნემსაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მალევე დატოვა.

ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში თანამდებობას გუბერნატორის კიდევ ერთი მოადგილე და რამდენიმე სამსახურის წარმომადგენელი დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე მეტრეველი, ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველ მოადგილედ 2017 წელს დაინიშნა.

ამ დროისთვის პირველი მოადგილის პოსტი ვაკანტურა, ინფო რუსთავის ინფორმაციით ახალი მოადგილე რამდენიმე დღეში დაინიშნება.